სექტემბრის სეივი - მამარდაშვილის ორი მომენტი გამოარჩიეს
Aa
Aa

სექტემბრის სეივი - მამარდაშვილის ორი მომენტი გამოარჩიეს

ვალენსიას ოფიციალურ ვებგვერდზე სექტემბრის საუკეთესო „სეივს“ ირჩევენ. აღსანიშნავია, რომ სამი მომენტიდან ორი გიორგი მამარდაშვილის მოგერიებული ბურთია, ხოლო მესამე ნიდერლანდელი სილესენის.

ქართველი მეკარის მხარდასაჭერად გადადით ბმულზე.

მამარდაშვილი VS ოსასუნა

სილესენი VS ბილბაო

მამარდაშვილი VS ალავესი 

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის საწყის ექვს ტურში 20 წლის ქართველმა მეკარემ ყველა მატჩი სასტარტოში ითამაშა, თუმცა მე-6 ტურში ''სევილიასთან'' შეცდომები დაუშვა, არადამაჯერებელი იყო, რამაც განაპირობა მისი სასტარტოს მიღმა ყოფნა.

მამარდაშვილმა ''ვალენსიაში'' საუკეთესო მატჩი პირველ ტურში ''ხეტაფესთან'' ჩაატარა. ამ მატჩში შესრულებული ''სეივი''  აგვისტოს თვეში ლა ლიგაში საუკეთესოდ დასახელდა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები