აზარი უკან ჩელსიში? - აბრამოვიჩს ძალიან უნდა
Aa
Aa

აზარი უკან ჩელსიში? - აბრამოვიჩს ძალიან უნდა

ედენ აზარი, რომ მადრიდის „რეალში“ საკუთარ ძალებს ვერ აჩვენებს ეს ახალი არავისთვის არის. ბელგიელ შემტევს უკანასკნელ პერიოდში ტრავმა აღარ ქონდა და ანჩელოტი მის ნაცვლად ვინისიუს ჯუნიორს ენდობოდა. იტალიასთან მატჩში ედენმა დაზიანება მიიღო და ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხნით იუქმებს.

ბოლო პერიოდში თავად ფეხბურთელიც უკმაყოფილოა მისი სათამაშო წუთებიც და ამ ყველაფრიდან გამომდინარე სპორტულ მედიაში ახალი ინფორმაციები გაჩნდა. EL NACIONAL წერს, რომ რომან აბრამოვიჩს აზარის დაბრუნება უნდა. მისი აზრით, „ჩელსიში“ დაბრუნების შემთხვევაში ბელგიელი შემტევი კიდევ ერთხელ გაიბრწყინებს.

ინგლისში უკვე გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ აბრამოვიჩი ფლორენტინო პერესთან მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ოფიციალურად ამასთან დაკავშირებით ცნობები არ არსებობს. ჯერჯერობით არც აზარის პოზიციაა ცნობილი, თუმცა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს, თავისუფლად არის შესაძლებელი 30 წლის ფეხბურთელი კვლავ „არისტოკრატებში“ ვიხილოთ.

აზარი მადრიდის „რეალში“

ედენი „სამეფო კლუბს“ 2019 წელს „ჩელსიდან“ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. დღემდე ბელგიელმა შემტევმა „სამეფო კლუბის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 51-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები