ზიდანი: "ეს მატჩი ზიდანი-ანჩელოტი არაა"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, "ჩემპიონთა ლიგის" პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
"მე კარგად ვიცნობ კარლოს და ისიც მშვენივრად მიცნობს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს არაფერს ნიშნავს. ერთმანეთს ორი დიდი გუნდი ხვდება და არა - ზიდანი და ანჩელოტი.
ამ ეტაპამდე დამაჯერებლად მოვედით და საქმეს სწორად ვაკეთებდით. გვინდა, რომ ეს თამაშიც მაღალ დონეზე ჩავატაროთ და მოვიგოთ.
ვფიქრობ, რომ ახლანდელი "რეალი" უფრო ძლიერია ვიდრე - 2014 წლის, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება. რაც იმ წელს მოხდა ბრწყინვალე იყო, თუმცა ახლა სხვა მოცემულობაა - ერთმანეთის წინააღმდეგ ორი სრულიად განსხვავებული გუნდი ითამაშებს და ეს ძალიან რთული თამაში იქნება". - ამბობს ზიდანი.
"ბაიერნისა" და "რეალის" მატჩი, "ალიანს არენაზე", 22:45 საათზე დაიწყება. თამაშს იტალიელი რეფერი, ნიკოლა რიცოლი განსჯის.