სერბეთის სახელით მოასპარეზე დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
Aa
Aa

სერბეთის სახელით მოასპარეზე დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ოსლოში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 87-კილოგრამ წონით კატეგორიაში, სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი ფინალში ბელარუსის წარმომადგენელ კირილ მასკევიჩს დაუპირისპირდა და 9:1 სძლია.

დათუნაშვილმა ბრძოლა პასიურად დაიწყო და ჩოგბჯენში ჩადგომა მოუხდა, სადაც თავი კარგად დაიცვა და მეტოქემ მხოლოდ 1 ქულის აღება შეძლო.

მეორე ნახევარში დათუნაშვილმა ტემპს მოუმატა და შთამბეჭდავი პერფორმანსი შემოგვთავაზა. მეტოქეს ჯერ 4-ქულიანი გდება გაუკეთა, შემდეგ ჩოგბჯენიდან 5 ქულაც დაუმატა და ფინალი ნაადრევად დაასრულა. დამსახურებული ოქროს მედალიც მოიპოვა.

ტურნირზე ეს ერთ-ერთი (თუ საუკეთესო არა) ყველაზე შთამბეჭდავი გამოსვლა იყო.

ფინალამადე დათუნაშვილმა დანიელი მოწინააღმდეგის ბარიერი გაიარა, თუმცა, მეოთხედფინალში გულშემატკივარმა ქართული დაპირისპირება იხილა - დათუნაშვილმა საქართველოს ნაკრების წევრი ლაშა გობაძე დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე, 3-გზის ევროპის ჩემპიონმა სერბეთის სახელით ასპარეზობის გადაწყვეტილება 2019 წელს მიიღო, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან ინციდენტი შეემთხვა. მაშინ საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

ზურაბ დათუნაშვილმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი სერბეთის სახელით მოიპოვა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები