კიელინი:
Aa
Aa

კიელინი: "ბუფონი ყველაფერს იგერიებდა"

"ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალის პირველ მატჩში, "ბარსელონასთან" მოგებული 3:0-ის შემდეგ, "იუვენტუსის" მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"ბრწყინვალე საღამო იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, შედეგით ბედნიერები ვართ. მოვუგეთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რომელსაც უდავოდ საუკეთესო შეტევის ხაზი ჰყავს. 

უპირატესობა გვაქვს, მაგრამ დამთავრებული ჯერ არაფერია. "ნოუ კამპზე" რთული მატჩი გვექნება. 

რაც შეეხება ბუფონს, ის ფანტასტიური იყო. ყველაფერს იგერიებდა და ეს გუნდის თამაშზეც აისახა". - თქვა კიელინიმ. 

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი თამაში, "ნოუ კამპზე", 19 აპრილს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები