ჩავი:
Aa
Aa

ჩავი: "ნებისმიერი შემოთავაზებისთვის მზად ვარ"

„ბარსელონაში“ კუმანს დიდი დრო აღარ უწერია. მის შემცვლელად სპორტულ მედიაში არაერთი კანდიდატი სახელდება. კატალონიური გრანდის გულშემატკივრებს კი კლუბის მწვრთნელად ჩავი სურთ. დღევანდელ დღემდე ყოფილი ნახევარმცველი დუმდა, თუმცა „ალ სადის“ მწვრთნელს MARCA ესაუბრა და ჩავიმაც კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ჩავიმ?

„ვგრძნობ, რომ ჩემი სამწვრთნელო სტილი მთლიანად ესპანურ ფეხბურთს უკავშირდება. ეს არის სტილი, რომლითაც ჩვენ მრავალი წელია ვმუშაობთ. გვინდა, რომ დომინანტურები და მიმზიდველები ვიყოთ შეტევაში. ვფიქრობ, ლუის ენრიკე კარგი სპეციალისტია. ის მუდმივად ბევრს ითხოვს ფეხბურთელებისგან და ასევე საკმაოდ ბევრს გასცემს. ჩემთვის ენრიკე ძალიან მამაცია.

ერთა ლიგის ფინალში ესპანეთი საფრანგეთს ხვდება. მიუხედავად პატრიოტიზმისა, ვფიქრობ, რომ ფავორიტი სულ ოდნავ მაინც საფრანგეთია. „მამლების“ რიგებში ბევრად გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ და ეს მათ უპირატესობას აძლევს. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ნებისმიერ შემოთავაზებას პატივს ვცემ და შემდეგ ვწყვეტ. არ ვიცი სამომავლოდ სად ვიმუშავებ, თუმცა ნებისმიერი შემოთავაზებისთვის მზად ვარ.“

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები