მორიგი ოქრო საქართველოს | ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
იტალიაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა და საქართველოს მონაგარს კიდევ ერთი ოქროს მედალი მიუმატა.
ფინალურ ბლოკში სულამანიძე უზბეკეთის წარმომადგენელ სუხრობ რაჯაბოვს დაუპირისპირდა და გამარჯვება ვაზარით მოიპოვა.
ნახევარფინალში 20 წლის სულამანიძემ რუსი მეტოქის ბარიერი გაიარა.
დღეს, საქართველოს ერთი მედალი გარანტირებული კვლავ აქვს - საბა ინანეიშვილმა (+100) უზბეკი მოწინააღმდეგე იპონით დაამარცხა და ოქროს შეუტევს.
დღესვე, მესამე მედლის შანსს ირაკლი დემეტრაშვილიც (+100) ინარჩუნებს - ახალგაზრდა ძიუდოისტი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.
ილია სულამანიძის ოქროს გარდა, ამ მომენტისთვის საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 ოქროს მედალია (გიორგი შერაზადიშვილი - 81 კგ და გიორგი სარდალაშვილი - 60კგ).
გამოიწერე ჩვენი Youtube არხი