Aa Aa
9 ოქტომბერი 2021  |  12:39

ძალადობის ბრალდება - რონალდუს წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა

მოსამართლის რეკომენდაციის შედეგად, პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ ძალადობის საქმე, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ იყო აღძრული შეწყდეს.

ამრიგად, ძიება შეწყდა და პორტუგალიელი 100%-ით უდანაშაულოა.

2009 წელს, ლას ვეგასში განვითარებული მოვლენების შემდეგ, კეტრინ მაიორგამ რონალდუს ძალადობის ბრალდება წაუყენა და სასამართლოში საჩივარი შეიტანა.

„რეკომენდირებულია შუამდგომლობა რონალდუს წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ძიების შეწყვეტის შესახებ. ასევე უარყოფილია მაიორგას სარჩელი, რომელიც ცრუ ბრალდებას ეფუძნებოდა“.

- ნათქვამია მოსამართლის განცხადებაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ მაიორგას ადვოკატმა მარკ სტოვალმა ინფორმაცია არაკნანონიერად მოიპოვა, რაც მოსამართლემ ასევე არ მოუწონა და მის ქმედებას არაკეთილსინდისიერი უწოდა. საუბარია რონალდუსა და მისი იურიდიული გუნდის საუბრიდან გამოჟონილ ინფორმაციაზე, რომელიც ბრალდების მხარემ არაკანონიერად მოიპოვა.

რონალდუმ 2019 წელს აღიარა, რომ კეტრინ მაიორგას, რომელიც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებს, თანხა გადაუხადა.

TMZ-ის ინფორმაციით პორტუგალიელმა ამერიკელ მოდელს 375 ათასი დოლარი გადაუხადა, მაგრამ მაიორგას მიერ წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა და ამბობდა, რომ თანხა სხვა მიზნით იყო გადახდილი.

მიმდინარე წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიორგას სურს რონალდუსგან კომპენსაციის სახით მიიღოს დაახლოებით 56 მილიონი ფუნტი (თითქმის 65 მილიონი ევრო), თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage