Aa
Aa

"მათ მითხრეს, რომ ეს უკვე შეუძლებელი იყო" - მესის ინტერვიუ

ლეო მესიმ France Football-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ნაწილები ინტერნეტში ნელ-ნელა ვრცელდება.

არგენტინელმა საინტერესო თემებზე ისაუბრა. მათ შორის, „ბარსელონადან“ წასვლასა და ოქროს ბურთზე.

ბარსელონადან წასვლა

„ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან კლუბმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ ბარსელონაში თამაშს ვეღარ შევძლებდი. იმ მომენტიდან დავიწყე ფიქრი, თუ როგორ უნდა დავბრუნებოდი ფეხბურთს.

გულწრფელად ვიტყვი, რომ არ ველოდი თუ ბარსელონას დატოვება მომიწევდა. შვებულებიდან ქალაქში ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად დავბრუნდი. ვაპირებდი, რომ ახალი კონტრაქტი გამეფორმებინა და ვარჯიში დამეწყო, თუმცა მათ მითხრეს, რომ ეს უკვე შეუძლებელი იყო“.

ოქროს ბურთი 2021

„ამჟამად გუნდში ორი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ხმას ადვილად მივცემ - ნეიმარი და მბაპე. ასევე ლევანდოვსკი, რომელსაც საოცარი წელი ჰქონდა. ასევე შესანიშნავი იყო ბენზემაც.

ბოლო დროს, ოქროს ბურთის დაჯილდოებისას ტიტულებს დიდი ყურადღება ექცევა. ადრე ასე არ ხდებოდა, ყველაფერი ფეხბურთელის ინდივიდუალურ პერფორმანსზე იყო დამოკიდებული“.

პსჟ და გუნდთან ადაპტაცია

„ბარსელონადან წამოსვლისას ბევრი შემოთავაზება მივიღე, თუმცა პსჟ-ს პროექტი ძალიან მომეწონა და მოლაპარაკებებიც მალე დავასრულეთ.

ვაღიარებ, რომ სხვა გუნდის გასახდელში ჩემი თავი არასდროს წარმომადგინა. კლუბმა თავიდანვე კარგად მიმიღო და მაჩვენეს, რომ ჩემი მისვლით ბედნიერები იყვნენ. გასახდელში ბევრი მეგობარი დამხვდა. ასევე გუნდში ბევრი მოთამაშე ესპანურად თავისუფლად საუბრობს. ამ ყველაფერმა ადაპტაციის მალე გავლაში დახმარება გამიწია.

მბაპე? ის დიდებული ფეხბურთელია, რომელიც ესპანურად თავისუფლად საუბრობს და გასახდელშიც, მოედნის მიღმაც კარგი ურთიერთობა გვაქვს“.

ახალი გუნდი, ახალი სეზონი, ახალი მიზნები

„ჩემპიონთა ლიგა დიდებული ტურნირია, რომლის მოგებაც ურთულესია. გუნდი ამ მიზანს ბოლო წლებში ძალიან მიუახლოვდა.

ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავს, თუმცა ტიტულების მოსაგებად ერთმანეთის უკეთ გაცნობა და მომზადებაა საჭირო“.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები