Aa Aa
5 ოქტომბერი 2021  |  15:01

აეროპორტში დახვედრა - ახალგაზრდა ძალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ფინეთის ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა.

ძალოსნებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფედერაციის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა ფინეთში 1 ოქროს, 8 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

დღეიდან კი 13 ოქტომბრის ჩათვლით საუდის არაბეთი 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრებიც იქნება წარმოდგენილი.

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ნიკოლოზ ესართია (73 კგ) გურამ ვეკუა (96 კგ.) და ნათია გადელია (81 კგ.) იასპარეზებენ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage