Aa Aa
4 ოქტომბერი 2021  |  16:53

''გთხოვთ, ეს აღარ იმღეროთ'' - პარკმა მან. იუნაიტედის ქომაგებს მიმართა

''მანჩესტერ იუნაიტედის'' ქომაგები დღემდე ასრულებენ პარკ ჯი-სუნისადმი მიძღვნილ სიმღერას, რომელშიც სამხრეთკორეელების მიმართ რასობრივი სტერეოტიპი ვლინდება. კერძოდ, სიმღერა მოიცავს სიტყვებს, რომ პარკ ჯი-სუნი, როგორც კორეელი, ძაღლის ხორცით იკვებება. ამასთან დაკავშირებით ვეტერანი ფეხბურთელი ქომაგებს მიმართავს და სთხოვს, რომ ეს სიმღერა აღარ შეასრულონ, რადგან კორეელებისთვის რასობრივი შეურაცხყოფაა, სინამდვილეში კი ამ სიმღერის მთავარი მიზანი ''ლივერპულის'' დაცინვაა.

ამ თემაზე აზიელმა ''მან. იუნაიტედის'' ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

''ვთხოვ ქომაგებს, რომ ეს აღარ იმღერონ, რადგან კორეელებისთვის, განსაკუთრებით კი ახალი თაობისთვის რასობრივი შეურაცხყოფაა. ვიცი, რომ გულშემატკივრებს ჩემი წყენინება არ უფიქრიათ. ისტორიულად კორეაში ძაღლის ხორცით მართლაც იკვებებოდნენ, თუმცა ეს ჩვენს კულტურაში აღარაა. ახალგაზრდა თაობას ეს ტრადიცია არ მოსწონს. ეს სიმღერა კორეელებს დისკომფორტს უქმნის. გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ აღარ იმღერონ''.

პარკ ჯი-სუნი ''მან. იუნაიტედისთვის'' 2005-12 წლებში ასპარეზობდა. მან  ''წითელ ეშმაკებთან'' ერთად პრემიერ ლიგა (2006-07, 2007-08, 2008-09, 2010-11), ჩემპიონთა ლიგა (2007-08) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2008) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage