პირდაპირ წითელი ბარათი - ჩაკვეტაძე 33-ე წუთზე გააძევეს
Aa
Aa

პირდაპირ წითელი ბარათი - ჩაკვეტაძე 33-ე წუთზე გააძევეს

ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-10 ტურში „გენტი“ „ანტვერპენს“ სტუმრად დაუპირისპირდება. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მიკრო ტრავმა მოიშუშა და გუნდს დაუბრუნდა.

სამწუხაროდ, ახალგაზრდა შემტევისთვის ხსენებული დაპირისპირება არასასიამოვნო გამოდგა. შეხვედრის 33-ე წუთზე უხეშობის გამო მსაჯმა გიორგი მინდვრიდან გააძევა. ჩაკვეტაძემ გერკენსის წინააღმდეგ საკმაოდ ხისტად ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ ეპიზოდის განსასჯელად არბიტრი ვიდეო რეფერის ეკრანთან მივიდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო მისი გაძევების გადაწყვეტილება. გიორგის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენეს.

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნების“ შემტევი ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის განაცხადში შეიყვანა და 9 ოქტომბრიდან მის განკარგულებაში იქნება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები