Aa Aa
1 ოქტომბერი 2021  |  23:11

ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში დააწინაურეს

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია „გოლდენ სტეიტ უორიორსში“ დააწინაურეს. „მეომრებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და საკადრო ცვლილებები დაადასტურეს, რომელიც „ბიგ ზისაც“ შეეხო.

ზაზა ადმინისტრაციულ საკითხებში „უორიორსის“ მრჩეველი იყო და ამ პოსტზე თითქმის ორი წელიწადი გაატარა, ახლა კი ბიზნესისა და საკალათბურთო დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ Big Z-მ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 16 წელი გაატარა და „ორლანდო მეჯიქის“, „მილუოკი ბაქსის“, „ატლანტა ჰოქსის“, „დალას მავერიქსის“, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ და „დეტროიტ პისტონსის“ ღირსებას იცავდა.

ფაჩულიას კარიერის საუკეთესო მომენტი სწორედ ოკლენდურ გუნდს უკავშირდება. „გოლდენ სტეიტთან“ ერთად ქართველმა ცენტრმა NBA-ის ჩემპიონობა მიჯრით დაისაკუთრა. ბოლო სეზონში ჩვენებური 3.9 ქულას, 3.9 მოხსნასა და 1.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მისი კარიერული მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება - 6.8 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.3 ასისტი. ზაზას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 1098 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage