Aa Aa
1 ოქტომბერი 2021  |  17:20

გუარდიოლა კლოპზე: ''მან სხვა დონეზე ამიყვანა, მასთან კონკურენცია დამეხმარა''

''მან. სიტის'' მთავარი მწვრთნელის, პეპ გუარდიოლას განცხადებით იურგენ კლოპთან კონკურენცია და მასთან სამწვრთნელო დუელები განვითარებაში დაეხმარა. 

''ბარსელონასა'' და ''ბაიერნის'' ყოფილმა დამრიგებელმა გერმანელის შესახებ ''ლივერპულთან'' გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

''იურგენ კლოპის გუნდები მეხმარებოდნენ, რომ უკეთესი მწვრთნელი გავმხდარიყავი. მან მე სხვა დონეზე ამიყვანა, დამემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები, გავმხდარიყავი უკეთესი მწვრთნელი. აი რატომ ვარ ჯერ კიდევ ამ საქმეში''.

''მას შემდეგ რაც ინგლისში სამუშაოდ ჩამოვედი, თუ პირველ სეზონს არ ჩავთვლი, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდები ერთმანეთის პირისპირ თამაშობენ, საუკეთესოებს შორის არიან,ეს უდიდესი კომპლიმენტია, მაგრამ პრემიერ ლიგაში ტიტულისთვის ბრძოლა ბევრ გუნდს შეუძლია. ტიტულისთვის მხოლოდ ერთი ან ორი გუნდი არ იბრძვის''.

შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში ''ლივერპული'' ''ენფლიდზე'' ''მან. სიტის'' უმასპინძლებს. მატჩი 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage