Aa Aa
1 ოქტომბერი 2021  |  16:00

დავითაძის გმირობა: 3 მედალი ევროპის ჩემპიონატზე !

ძალოსნობაში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე რევაზ დავითაძემ 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან (89 კგ.) ატაცში 159/163 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 22 წლის სპორტსმენმა აკვრაშიც ანალოგიური შედეგი აჩვენა, მან 187/193 კგ. დაძლია და აკვრაშიც ვერცხლის მედალი მოუტანა საქართველოს, ხოლო მესამე მედალი ორჭიდში მოიპოვა, როცა 356 კგ. ასწია.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით,  რეზი დავითაძე ახალი ნაოპერაციებია, ძალების აღდგენა ვერ მოასწრო. მიუხედავად ამისა მან შეძლო, ევროპის ჩემპიონატზე გმირობა ჩაიდინა და კვარცხლბეკზე მაინც ავიდა.

ირაკლი გობეჯიშვილმა ატაცში 153/157 კგ. დაძლია, რაც მედლის მოპოვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, მეხუთე ადგილზე გავიდა. მან აკვრაში 183/188 კგ-ს გაართვა თავი და მე-4 ადგილი დაიკავა. ორჭიდში 345 კგ. დაძლია და მე-4 პოზიციაზე დაასრულა ასპარეზობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage