ქალთა ნაკრები ყაზახეთთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა
Aa
Aa

ქალთა ნაკრები ყაზახეთთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის "წინასწარი რაუნდის" შეხვედრა დასრულდა. 

საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე გავიდა, რომლის ავტორიც ყაზახთა მცველი - იულია ნიკოლაიენკო გახდა. 

ლევან ბაჯელიძის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: 

სუხაშვილი, ჩხარტიშვილი, სუთიძე, ქველიძე, სხირტლაძე, პასიკაშვილი, დანელია, ბაქრაძე (გორგაძე, 84), ჩემინავა (ჭიჭინაძე, 68), გაბელია (კაპ.), ჭყონია. 

ჩვენი გუნდი მომავალ შეხვედრას, შაბათს, 8 აპრილს, ასევე "მიხეილ მესხზე", ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. თამაში 16 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციოს შემდეგ ეტაპზე, 4 ჯგუფის გამარჯვებული და 1 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები