UFC-იმ დვალიშვილს პერფორმანსი დაუფასა - $50 000 ბონუსის სახით
Aa
Aa

UFC-იმ დვალიშვილს პერფორმანსი დაუფასა - $50 000 ბონუსის სახით

მთელი UFC-ის სამყარო, ყველა წამყვანი გამოცემა, სოციალური ქსელები, ქომაგები - ყველა მერაბ დვალიშვილისა და მარლონ მორაეშის ბრძოლის შესახებ წერს.

დვალიშვილმა ბრაზილიელს ურთულესი პირველი რაუნდის შემდეგ, შთამბეჭდავი „ქამბექი“ შესთავაზა, რამაც მაყურებელი აღტაცებაში მოიყვანა. როგორც შემდეგში გახდა ცნობილი, ქართველ მებრძოლს ეს ყველაფერი ორმაგად დაუფასდა.

UFC-იმ დვალიშვილს პერფორმანსი დაუფასა და ის დამატებით, ბონუსის სახით 50 ათას დოლარს მიიღებს. ქართველის გარდა ბონუსი კრის დაუკაუსმა და საღამოს მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა ბრაიან ორტეგამ და ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ მიიღეს.

რა თქვა დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ

„გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით ახლა, როცა ძლიერ მეტოქეს ამარცხებ. მორაეში სწორედ ასეთია. მე ვარ მებრძოლი, მარცხს გადავურჩი და ბრძოლა გავაგრძელე. მეც დავზიანდი, მაგრამ არა ისე, როგორც ჩემი მეტოქე. უნდა მომკლა, რომ დამამარცხო. 4 წლის წინ UFC-ში მოხვედრაზე ვერც ვიოცნებებდი, მაგრამ ახლა აქ ვარ.იშრომეთ და იმუშავეთ თქვენი ოცნებებისთვის. უნდა გქონდეთ მიზანი და ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერს მიაღწევთ“.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები