Aa Aa
26 სექტემბერი 2021  |  12:29

უცხოური პრესა: "აი რატომ უწოდებენ დვალიშვილს The Machine-ს"

UFC-ში მერაბ დვალიშვილისა და მარლონ მორაეშის ბრძოლას უცხოურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ქართველი მებრძოლის „ქამბექს“ სხვადასხვა ცნობილმა გამოცემებმა თავიანთი შეფასება მისცეს, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ:

„აღმაფრთოვანებელი და თავზეხელაღებული წარმოდგენა მერაბ დვალიშვილისგან. 30 წლის დვალიშვილი ამ მოგების შემდეგ შთამბეჭდავ სერიაში იმყოფება ზედიზედ 7 გამარჯვებით. მან ბოლოს 2018 წელს რიკი სიმონთან წააგო“.

- წერს Mmajunkie.

„ვინც შაბათ ღამით UFC 266-ს უყურა, მიხვდებოდნენ, თუ რატომ უწოდებენ გუნდელები მერაბ დვალიშვილს The Machine-ს - ის უბრალოდ არ ჩერდება. როცა მეორე რაუნდში შეხვედრის დასრულებამდე 35 წამით ადრე ბრძოლა შეწყდა, დვალიშვილს დარტყმებში უპირატესობა 246-34-ზე ჰქონდა. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას The Machine-ს“.

- წერს Newsday.

„დვალიშვილი მორაეშის წინააღმდეგ - დაპირისპირება, რომელსაც წლის ბრძოლად დასახელების შანსი ექნება.

დვალიშვილი ურთულესი სიტუაციიდან როგორღაც ცოცხალი გამოძვრა და მეტოქე პარტერში დროულად გადაიყვანა. სწორედ ამ დროს მან ბრძოლის სცენარი შეცვალა და მორაეში ჩაქუჩის მუშტების რტყმით თითქმის გათიშა.

მორაეშისთვის ეს მის მეხსიერებაში ყველაზე სასტიკი 5 წუთი იყო. ბრძოლა ალბათ 50 დარტყმით ადრე უნდა დასრულებულიყო, ვიდრე ეს მოხდა“.

- წერს Mmamania.

„დვალიშვილის ეპიკური ქამბექი მარლონ მორაეშის წინააღმდეგ. მერაბ დვალიშვილმა შერეული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში ერთ -ერთი ყველაზე გიჟური ქამბექი შემოგვთავაზა.

„მე საუკეთესოსთან ვვარჯიშობს“, - უპასუხა დვალიშვილმა კითხვას, თუ როგორ გადაურჩა მორაეშის პირველ შეტევას. „ამიტომაც ვარ აქ, ზედიზედ შვიდი გამარჯვება. რთული იყო. ყველა შავდება. მე მებრძოლი ვარ. მსაჯს ვეუბნები, რომ დარწმუნდეს რაიმე უბედური შემთხვევა არ მოხდება, ისე არ შემაჩეროს, თუ არ მოვკვდები.

ბიჭებო მითხარით, მომეცით იდეა ვის უნდა ვებრძოლო შემდეგ. შეუძლიათ ნებისმიერ დროს დამირეკონ. მზად ვარ“. - თქვა დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ“.

- წერს Mmafighting-ი.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში