მსოფლიოს უკრაინელი ჩემპიონი ჰყავს: უსიკმა ჯოშუა დაამარცხა
Aa
Aa

მსოფლიოს უკრაინელი ჩემპიონი ჰყავს: უსიკმა ჯოშუა დაამარცხა

მსოფლიო კრივის მძიმეწონის დივიზიონში ოლეკსანდრ უსიკმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ენტონი ჯოშუა დაამარცხა. ბრძოლა ''ტოტენჰემის'' სტადიონზე გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ჯოშუამ ბრძოლა კარიერაში მეორედ დათმო. პირველად 2019 წელს ენდი რუიზმა ტექნიკური ნოკაუტით მე-7 რაუნდში დაამარცხა.

4-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს კვლავ უკრაინელი ჩემპიონი ჰყავს. 2017 წელს ვლადიმერ კლიჩკო ენტონი ჯოშუასთან დამარცხდა და ძმები კლიჩკოების 15-წლიანი დომინაცია დასრულდა, თუმცა უსიკის ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ მძიმეწონის დივიზიონში მსოფლიოს ნომერ პირველი მოკრივე კვლავ უკრაინელია.

შეხვედრის შემდეგ ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰერნიმ BBC Radio 5 Live-თან საუბარში აღნიშნა, რომ ენტონიმ თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. შესაძლოა, მას თვალის ბუდე ჩაუტყდა და კლინიკაში გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები