სულშერი:
Aa
Aa

სულშერი: "იმედგაცრუებული ვარ, რადგან გოლი აშკარა თამაშგარე იყო"

ოლე გუნარ სულშერმა „ასტონ ვილასთან“ სენსაციური მარცხის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და არბიტრის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა:

„ცხადია შედეგით იმედგაცრუებული ვარ, რადგან გოლი აშკარა თამაშგარე იყო. სამწუხაროა, როცა შენს წინააღმდეგ ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ. შენ შეგიძლია მიიღო გაშვებული გოლი, როცა ის კარგი შეტევის შედეგად გაგიტანეს, მაგრამ ამჯერად ეს თამაშგარიდან მოხდა.

გოლის მომენტში დე ხეას აშკარად ხელს უშლიდნენ. ბრუნოს პენალტი გამეორებით არ მინახავს. ჩვენ ქულის აღების შანსი ხელიდან გავუშვით.

არ მომეწონა, თუ როგორ შემოეხვივნენ გარს ბრუნოს პენალტის შესრულებისას. ისინი მას აშკარად ხელს უშლიდნენ. ამან ნამდვილად იმუშავა. ფერნანდეში პენალტებს შესანიშნავად ასრულებს და დარწმუნებული ვარ დღეს თქვენ ფულს დადებდით, რომ ის გაიტანდა. სამწუხაროდ ახლა ასე არ მოხდა, თუმცა ის ფსიქოლოგიურად ძლიერია და ამას მალე გადალახავს.

ძალიან აგრესიულები ვიყავით, გარდამავალი ფაზები კარგად გამოვიარეთ, მაგრამ დამაგვირგვინებელი დარტყმა, ბოლო პასი და საბოლოო გადაწყვეტილებები დაგვაკლდა“.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში პირველი მატჩი წააგო და ლიდერობაც დაკარგა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები