Aa Aa
25 სექტემბერი 2021  |  18:41

ესპანური პრესა: კუმანის შეცვლის მთავარი კანდიდატი ჩავი გახდა

ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რონალდ კუმანის შეცვლის მთავარ კანდიდატად ამ მომენტისთვის ჩავი ერნანდესი იქცა.

ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი ბოლო დროს სიაში ნომერ პირველი იყო, თუმცა დღეს ესპანურმა პრესამ ფავორიტად ლეგენდარული ჩავი დაასახელა.

Sport-ი კი წერს, რომ ლაპორტამ პოზიცია შეიცვალა და მზადაა ხანგრძლივი პროექტის განხორციელება სწორედ ჩავის მიანდოს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, როცა ამ იდეას მხარეს დირექტორთა საბჭოც დაუჭერს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ „ბარსელონა“ მარტინესსაც და ჩავისაც უკვე დაეკონტაქტა და ორივე მათგანისგან თანხმობა მიიღო. საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბი და პრეზიდენტი რამდენიმე დღეში მიიღებენ.

Marca წერს, რომ „ლევანტესთან“ (შინ) ლა ლიგაში, „ბენფიკასთან“ (სტუმრად) ჩემპიონთა ლიგაზე და ასევე ლა ლიგაში „ატლეტიკოს“ (სტუმრად) წინააღმდეგ გუნდს კვლავ კუმანი უხელმძღვანელებს, თუმცა დღევანდელი ინფორმაციის შემდეგ შესაძლოა მოვლენები დაჩქარდეს.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩების შემდეგ სანაკრებო პაუზა უწევს და მწვრთნელის შესაცვლელად იდეალური მომენტი იქნება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage