Aa Aa
25 სექტემბერი 2021  |  17:30

ბარსას ფატი დაუბრუნდა: "შევეცდები გუნდს რაღაც ახალი შევთავაზო"

„ბარსელონას“ ანსუ ფატი დაუბრუნდა. 18 წლის ანსუმანემ ქომაგებს აცნობა, რომ სათამაშოდ უკვე მზად არის და „ლევანტესთან“ შეხვედრაში „ბლაუგრანას“ ახალ 10 ნომერს ვიხილავთ.

„ამ ნომრის ტარების შესაძლებლობისთვის მადლობელი ვარ. ჩემთვის ეს დიდი პატივია. ეს არის გამოწვევა, რადგან 10 ნომერი ბარსასთვის ბევრს ნიშნავს. მესი, რონალდინიო და სხვა დიდი ფეხბურთელები ამ მაისურს ატარებდნენ.

მე მჯერა, რომ როგორც კი შენ ბარსელონაში აღმოჩნდები ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ეს მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. 10 ნომერი შენზე ზეწოლას ახდენს, თუმცა ბარსელონაში ყოფნა უკვე ნიშნავს ზეწოლას.

ყველა ჩვენგანზე დიდი პასუხისმგებლობაა და ეს ყველას უნდა გვესმოდეს.

ძალიან მინდა, თამაში დავიწყო და თავი კვლავ ფეხბურთელად ვიგრძნო. ერთი წელია არ მითამაშია. ეტაპობრივად რიტმში ჩავჯდები და თავდაჯერება მომემატება. ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გავალ, შევეცდები გუნდს რაღაც ახალი შევთავაზო.

ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და მოედანზე დაბრუნების დიდი სურვილი მაქვს. მინდა მოედანზე ჩემი ოჯახი, ქომაგები და ადამიანები ვნახო, რომლებიც გამოჯანმრთელების პროცესში დამეხმარნენ“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ შესაძლოა მალე მწვრთნელის გარეშე დარჩეს. რონალდ კუმანს ოქტომბრის სანაკრებო პაუზისთვის დათხოვნას უპირებენ. მის სავარაუდო შემცვლელებად ჩავი და რობერტო მარტინესის ახელდებიან.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში