ალაბა:
Aa
Aa

ალაბა: "ბაიერნი ჩემი მეორე სახლია, მადრიდს და მიუნხენს ვერ შევადარებ"

დავიდ ალაბა ახლა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელია, თუმცა მას ჯერ კიდევ გრძნობები თავისი ყოფილი კლუბის მიუნხენის „ბაიერნის“ მიმართ, სადაც 13 წელი თამაშობდა. ავსტრიელმა ფეხბურთელმა ამ კვირაში ინტერვიუ მისცა Bayern Insider-ის პოდკასტს, რომელიც BILD-მა მოამზადა. ალაბამ „ბაიერნის“ სიყვარულზე და კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა.

ალაბა: „ბაიერნი ჩემი მეორე სახლია“

მადრიდის „რეალში“ პრეზენტაციის დროს, ავსტრიელმა უკანახაზელმა კლუბის ემბლემას აკოცა. ამან კი „რეკორდმაისტერის“ გულშემატკივრები აღაშფოთა. ამასთან დაკავშირებით დავიდმა შემდეგი რამ განაცხადა:

„ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღე იყო. ის დღე ახალი ეტაპის დასაწყისი იყო, მაგრამ „ბაიერნის“ გულშემატკივრების გაბრაზება ნამდვილად არ მინდოდა. გერმანიაში 13 საოცარი სეზონი გავატარე.

ყოველთვის მადლიერი ვიქნები გულშემატკივრების, რადგან მათ მომცეს შესაძლებლობა გავმხდარიყავი კარგი ფეხბურთელი და ასევე კარგი ადამიანი. „ბაიერნი“ ჩემს მეორე სახლად იქცა და ვინმეს განაწყენება აზრადაც არ მომსვლია. მადრიდის და მიუნხენის შედარება არ შეიძლება. მიუნხენი ჩემი მეორე სახლი გახდა და მუდამ გულით ვატარებ.“

ალაბა ანჩელოტისთან მუშაობაზე

„ანჩელოტისთან ერთად მუშაობა ფანტასტიკურია. „ბაიერნში“ ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა და მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. კარლოსთან ვარჯიში ყოველთვის დამატებითი სტიმულია.“

ალაბა „ბაიერნში“

ავსტრიელი ფეხბურთელი „რეკორდმაისტერში“ 2009 წელს ჩაირიცხა.  დავიდმა მიუნხენელთა მაისური ყველა ტურნირზე ერთად 431-ჯერ მოირგო 33 გოლი გაიტანა და 55 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ პერიოდის განმავლობაში 28 წლის უკანახაზელმა ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო. მათ შორის ორჯერ "ტრიპლეტი".

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები