ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება - მეტოქე უვატენაგეს ილეთით დაამარცხა
Aa
Aa

ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება - მეტოქე უვატენაგეს ილეთით დაამარცხა

ტოკიოში „რიოგოკუ კოკუგიკანში“„აკი ბაშოს'' მე-13 საშეჯიბრო დღეს ქართველი გოლიათის, ლევან გორგაძის მეტოქე მე-13 მაეგაშირა კაგაიაკი იყო. ტოჩინოშინმა მეტოქე ძალიან დაძაბულ ბრძოლაში უვატენაგეს ილეთით დაამარცხა. ორივეს ჰქონდა გამარჯვების შანსი, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე დოჰიოდან გადააგდო.

მათი ურთიერთშეხვედრებიდან გამომდინარე ტოჩინოშინი ფავორიტი იყო, დღევანდელ დაპირისპირებამდე ტოჩინოშინმა კაგაიაკის 7-ჯერ სძლია და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა.

მიმდინარე ''აკი ბაშოზე'' ტოჩინოშინის ანგარიშზე 7 გამარჯვება და 6 მარცხია. აღსანიშნავია, რომ ქართველმა გოლიათმა ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო. მნიშვნელოვანია, რომ ტოჩინოშინმა დარჩენილი ორი შეხვედრიდან ერთი მაინც მოიგოს, რომ ტურნირი დადებითი ბალანსით დაასრულოს და ზამთრის ბაშოზე კვლავ ელიტარულ ლიგაში იასპარეზოს.

მე-14 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა კირიბაიამა იქნება. მათი 5 დაპირისპირებიდან ტოჩინოშინმა 3 მოიგო, ორ შეხვედრაში კი კირიბაიამამ გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები