უშეცდომო გამოსვლა და პირველი ადგილი - ბრძოლა ოლიმპიადის საგზურისთვის
Aa
Aa

უშეცდომო გამოსვლა და პირველი ადგილი - ბრძოლა ოლიმპიადის საგზურისთვის

ფიგურულ ციგურაობაში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის საგზურის მოპოვებისთვის ოლიმპიადის დარჩენილი 3 საგზურის მისაღებად 15 ქვეყნის 16-მა სპორტულმა წყვილმა წარმოადგინა თავისი მოკლე პროგრამა.

ქართულმა წყვილმა კარინა საფინა და ლუკა ბერულავამ გერმანიის ქალაქ ობერსდორფში უშეცდომოდ შეასრულეს ტექნიკურად საკმაოდ რთული პროგრამა.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ემოციურადაც დატვირთული იყო მათი ყველა ელემენტი და სწორედ ყველა ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით 16 მონაწილეს შორის 66,46 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან, რაც თავისუფალი პროგრამის წინ სერიოზული განაცხადია.

ფიგურულ ციგურაობაში თავისუფალი პროგრამა 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები