2 გოლი, 2 წითელი ბარათი და ჩხუბი - ინციდენტი გაგრა v სიონის მატჩში
Aa
Aa

2 გოლი, 2 წითელი ბარათი და ჩხუბი - ინციდენტი გაგრა v სიონის მატჩში

საქართველოს კრისტალბეთ ლიგა 2-ის 26-ე ტურში ცენტრალური მატჩი ლიდერებს შორის შედგა. გაგრასა და სიონის შეხვედრაში 2 გოლი გავიდა და ფრედ, ანგარიშით - 1-1 დასრულდა.

36-ე წუთზე გაგრა გურამ სამუშიამ დააწინაურა (1-0), ხოლო სიონმა წონასწორობა 51-ე წუთზე, გიორგი ივანიაძის გოლით აღადგინა  (1-1).

დაძაბული გამოვიდა შეხვედრის ერთ-ერთი მომენტი, როდესაც გაგრას მხრიდან გოლის ავტორს, გურამ სამუშიასა და სიონის მცველს, ლაშა უგრეხელიძეს შორის ინციდენტი ჩხუბში გადაიზარდა. 53-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა, ბაქარ ნინუამ ორივე ფეხბურთელი გააძევა.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შემდეგ, სიონს 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხილის ლიდერია, ხოლო გაგრა სიონს 1 ქულით ჩამორჩება და შესაბამისად, მეორე პოზიციას იკავებს.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები