ზაგრების საერთაშორისო ტურნირი | საქართველო 4 ძიუდოისტით იასპარეზებს
Aa
Aa

ზაგრების საერთაშორისო ტურნირი | საქართველო 4 ძიუდოისტით იასპარეზებს

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის შემდეგ, ხვალ, 24 სექტემბერს სტარტს საერთაშორისო ტურნირი აიღებს, სადაც ქართველ გულშემატკივარს საქართველოს სახელით მოასპარეზე ძიუდოისტების ხილვის საშუალება ექნება.

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში საქართველოს დელეგაცია 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში, 4 სპორტსმენით იასპარეზებს, მათ შორის:

73 კგ | ჯუმბერ მელაძე

81 კგ | ტატო გრიგალაშვილი

81 კგ | ზაურ დვალიშვილი

90 კგ | ლუკა მაისურაძე

საინტერესოა, რომ აღნიშნულ ტურნირზე საქართველო მონაწილეობას არ გეგმავდა, შესაბამისად, განაცხადში ძირითადი შემადგენლობა არ არის, 2 სპორტსმენი კი დებიუტანტია - 18 წლის მელაძე და 19 წლის - დვალიშვილი.

ზაგრების გრან პრი 35 ქვეყნის 246 ძიუდოისტს გააერთიანებს, შეხვედრები  ფინიშთან 26 სექტემბერს მივა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები