რეკორდების საღამო - ბენზემას ბენეფისი და ახალი ისტორია ლა ლიგაში
Aa
Aa

რეკორდების საღამო - ბენზემას ბენეფისი და ახალი ისტორია ლა ლიგაში

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „რეალმა“ „მალიორკას“ უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა. სუპერ მატჩი ჩაატარეს ასენსიომ და ბენზემამ, თუმცა ამ უკანასკნელმა ისტორიული შედეგები დააფიქსირა.

ასენსიომ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ბენზემამ ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა. ჯამში, „ბლანკოსის“ „ცხრიანს“ მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში 8 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. ასეთი შედეგი კი ესპანეთის ჩემპიონატში, 6 ტურის შემდეგ 21-ე საუკუნეში სხვა არცერთ ფეხბურთელს არ აქვს.

რაც შეეხება კარიმის მეორე მიღწევას, ფრანგ თავდამსხმელს ლა ლიგაში ჯამში 200 გოლი დაუგროვდა და ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-10 პოზიციაზე გადაინაცვლა.

ტოპ 10 კი ასე გამოიყურება

ლეო მესი 474 გოლი

კრიშტიანუ რონალდუ 311 გოლი

ტელმო ზარა 251 გოლი

უგო სანჩესი 234 გოლი

რაული 228 გოლი

დი სტეფანო 227 გოლი

ცეზარ როდრიგესი 223 გოლი

ქუინი 219 გოლი

მანუელ ფერნანდეს ფერნანდესი 210 გოლი

კარიმ ბენზემა 200 გოლი

ცნობისთვის, კარიმ ბენზემას ყველა ტურნირზე ერთად მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში 287 გოლი აქვს გატანილი.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები