Aa
Aa

"დიდებულ მწვრთნელს ცხოვრების შეცვლა შეუძლია" - ევროპის ძალოსნობის ფედერაცია ასანიძეზე

გიორგი ასანიძე, რომ მსოფლიოში განთქმული პერსონაა ეს ახალი არავისთვის არის. ამჟამად გიორგი საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. მისი მიღწევები მსოფლიოში არის ცნობილი.

ლეგენდარულ ქართველზე კი ისეთმა ორგანიზაციამ დაწერა, როგორიც ევროპის ძალოსნობის ფედერაციაა.

„კარგ მწვრთნელს თამაშის შეცვლა შეუძლია, დიდებულ მწვრთნელს კი ცხოვრების!“

- წერს ევროპის ძალოსნობის ფედერაცია

გიორგი ასანიძე

შეგახსენებთ, რომ ასანიძემ მონაწილეობა 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე 85 კგ წონით კატეგორიაში მიიღო, სადაც მან  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2001 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (ანტალია). 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე კი ოქროს მედალი მოიგო.

2013 წლიდან გიორგი საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით ლაშა ტალახაძემ ჩვენს ქვეყანას 2016 და 2020 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოუპოვა.

ასევე გეტყვით, რომ 2017 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გიორგი ასანიძე წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. 2018 წელს კი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაასახელა წლის საუკეთესო მწვრთნელად.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები