მეცის ტურნირზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
Aa
Aa

მეცის ტურნირზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქე მეცში Moselle Open-ის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მისი პირველი მეტოქე ცნობილია, პირველ წრეში იტალიელ ჯანლუკა მაგერს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ქართველს მის წინააღმდეგ არასდროს უთამაშია, ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება.

ბასილაშვილი მსოფლიოს 35-ე ჩოგანია, მაგერი კი - 66-ე.

პირველ წრეში გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილის მეტოქე ჟილ სიმონსა და ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას შორის მოგებული იქნება.

Moselle Open-ის საერთაშორისო ტურნირში ბასილაშვილს არაერთხელ უთამაშია, ყველაზე წარმატებულად 2017 წელს იასპარეზა, როცა ნახევარფინალში გავიდა, თუმცა შემდეგ ფრანგმა ბენუა პერმა სძლია.

Moselle Open-ის საპრიზო ფონდი 481 270 ევროა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ტურნირამდე საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის, US Open-ის მესამე წრეში დამარცხდა. მან ამერიკელი რეილი ოპელკას ბარიერი ვერ დაძლია და სამ სეტში ანგარიშით - 6:7(5), 3:6, 4:6 დამარცხდა. შეხვედრა 2 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები