გიორგი მამარდაშვილი, ალექსის მაკ ალისტერი
Aa
Aa

მამარდამ ბერგვალს ფეხით რთული დარტყმა აუღო | ლივერპული ტოტენჰემს ამარცხებს

ინგლისის EFL-ის თასის 1/16-ფინალში „ლივერპული'' „ენფილდზე'' „ტოტენჰემს'' 1:0-ს ამარცხებს. ანგარიში 21-ე წუთზე ალექსის მაკ ალისტერმა გახსნა. 

პირველად ამ სეზონში და პირველად ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდონი ირაოლას ხელმძღვანელობით გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის'' სასტარტო შემადგენლობაშია.

მე-11 წუთზე „დეზების'' შვედი ნახევარმცველის, ლუკას ბერგვალის დარტყმა ფეხით მოიგერია, ბურთი მეკარის მოძრაობის საპირისპიროდ წავიდა, თუმცა ქართველმა მეკარემ ფეხით ზუსტად იმოქმედა.


ალექსის მაკ ალისტერის გოლი

„ტოტენჰემთან'' მატჩის წინ ანდონი ირაოლამ ქართველ მეკარეზე ისაუბრა: „ალისონთან მიმართებით ეჭვები არ არსებობს. მას ყველაფერი დამტკიცებული აქვს და ძალიან კარგად თამაშობს. გიორგი მამარდაშვილს ძალიან ვაფასებ. მას ესპანეთში გატარებული პერიოდიდან ვიცნობ. გიორგისთვის მითქვამს, რომ „ბორნმუთში'' ყოფნისას, მის გაფორმებას ვცდილობდით. მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა და დიახ, ხვალ ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს“.

მიმდინარეობს მატჩის მეორე ტაიმი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრობლემური პოზიცია | რატომ სჭირდება მაისურაძე ეროვნულ ნაკრებს
პრობლემური პოზიცია | რატომ სჭირდება მაისურაძე ეროვნულ ნაკრებს