ბელგიის თასი -
Aa
Aa

ბელგიის თასი - "სერენმა" მიქაუტაძის ჰეთ-თრიკით იმარჯვა

ჩემპიონთა ლიგის პარალელურად ბელგიის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი მატჩები გაიმართა. სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჟორჟ მიქაუტაძემ იასპარეზა.

„სერენისა“ და ლოკერენ თემსის“ შეხვედრა ქართველი ფეხბურთელისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. მიქაუტაძემ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ ტრიკი შეასრულა და გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

„მეციდან“ დაბრუნებულმა ქართველმა ფორვარდმა პირველი გოლი მე-7 წუთზე გაიტანა.  მეორე გოლი ჟორჟმა 54 წუთზე შეაგდო, ხოლო მესამე 88-ზე. 

მიქაუტაძის ბრწყინვალე ასპარეზობაზე ბელგიურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ვინ თუ არა ჟორჟი! ჩვენ ის გვენატრებოდა !“

შეგახსენებთ ,რომ  ქართველი ფეხბურთელი ''მეცის'' საკუთრებაა. გასული სეზონი იჯარით ''სერენში'' გაატარა და მისი გოლების წყალობით კლუბი უმაღლეს ლიგაში აღზევდა. გასულ ზაფხულში მოთამაშე ფრანგულ კლუბს დაუბრუნდა, თუმცა ''მეცში'' სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშის შანსი არ ეძლეოდა და ერთწლიანი იჯარით ''სერენს'' დაუბრუნდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები