Aa Aa
14 სექტემბერი 2021  |  13:11

წარმატებული დებიუტი: ჩიხრაძის გამარჯვების გოლი ესპანეთში

20 წლის ქართველმა ფორვარდმა ლადო ჩიხრაძემ უელვას ''რეკრეატივო'' დატოვა და კარიერას ''ექსტრემადურაში'' აგრძელებს. ახალ სეზონში ფეხბურთელმა პირველი მატჩი ''ექსტრემადურას'' სარეზერვო გუნდში ჩაატარა და ''ტრუხილიოსთან'' გასვლით შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ჩიხრაძემ 90 წუთი იასპარეზა, 47-ე წუთზე თავი გოლით გამოიჩინა, მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო და ეფექტური გოლით გუნდს 3 ქულა მოუპოვა.

ჩიხრაძე ''საბურთალოს'' აღზრდილია. უელვას ''რეკრეატივოში'' გადასვლამდე მადრიდის ''ატლეტიკოს'' 19-წლამდე გუნდის წევრი იყო, გასულ ზაფხულში ''რეკრეატივო'' დატოვა და ''ექსტრემადურას'' შეუერთდა. ''ექსტრემადურას'' პირველი გუნდი რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს და გუნდის მიზანი ლა ლიგა 2-ში აღზევებაა. 

შედეგიანი თამაშის გაგრძელების შემთხვევაში ჩიხრაძეს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშისა და პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა გაუჩნდება, რაც მის მიზნებს უფრო ამბიციურს გახდის.

შეგახსენებთ, 20 წლის ფეხბურთელს საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში