კუმანი:
Aa
Aa

კუმანი: "მადლობა მე, ბარსას დიდი მომავალი აქვს"

სპორტულ პრესაში ბევრი საუბრები მიდის რონალდ კუმანის შესახებ. ნიდერლანდელ სპეციალისტს გულშემატკივრების ნაწილი ნდობას უცხადებს, მეორე ნაწილი კი აკრიტიკებს. ბარსას თავკაცმა Dutch TV-სთან ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

რა თქვა კუმანმა?

„გასულ კვირაში პრესაში ჩემთან დაკავშირებით კიდევ იყო პრობლემები. ეს იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელს სრული ძალაუფლება არ აქვს. მინდა შევეხო ლაპორტას ნათქვამს ჩემი მომავლის შესახებ. მისი მუშაობა მომწონს, თუმცა მან ცოტა მეტი ილაპარაკა. ასეთი საკითხები მედიაში არ უნდა ვრცელდებოდეს. ეს პრობლემაა.

წინა სეზონზე საუბარი არ მსურს. ჟურნალისტები ყოველთვის გულწრფელები უნდა იყოთ და უაზრო სახის სპეკულაციებს მოეშვით. მადლობა მე, ბარსას დიდი მომავალი აქვს. დარჩენისთვის მზად ვარ. აქ ყოფნით სიამოვნებას ვიღებ.“

შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანის „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგაზე რთული გამოცდა ელის. „ბლაუგრანა“ პირველივე ტურში „ბაიერნს“ უმასპინძლებს და კლუბს ამ მომენტისთვის ჯანმრთელი მხოლოდ 2 შემტევი ლუუკ დე იონგი და მემფის დეპაი ჰყავს.

„რეკორდმაისტერი“ კი ჩინებულ ფორმაშია. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება გერმანულმა გრანდმა 8:2 მოიგო. ამ შედეგს კი ბარსას ყოფილი თავკაცის კიკე სეტიენის პოსტი შეეწირა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები