მესამე ქართველი NBA-ში - ბეჟანიშვილმა
Aa
Aa

მესამე ქართველი NBA-ში - ბეჟანიშვილმა "დენვერთან" ხელშეკრულება გააფორმა

eurobasket.com-ის ინფორმაციით გიორგი ბეჟანიშვილმა „დენვერ ნაგეტსთან“ 1 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. თანამშრომლობის დეტალები კი მოგვიანებით გავრცელდება. 22 წლის ფორვარდმა „დენვერთან“ ერთად ზაფხულის ლიგის მატჩები გამართა.

ბეჟანიშვილმა „მაიამი ჰიტთან“ პარკეტზე 14 წუთი და 37 წამი გაატარა და აქტივში 4 ქულა და 3 მოხსნა (ერთი მეტოქის ფარზე) ჩაიწერა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი გააფუჭა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

ქართველმა კალათბურთელმა შემდგომი მატჩები „დალასთან“ და „ფინიქსთან“ გამოტოვა. ბოლო მატჩში კი NBA-ის საზაფხულო ლიგის ისტორიაში ქართველმა კალათბურთელებმა ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად იასპარეზეს და სათამაშო დრო ორივე მათგანს მიეცა. ბეჟანიშვილმა პარკეტზე 7 წუთი და 16 წამი გაატარა, მამუკელაშვილს კი „მილუოკის“ მაისურით საუკეთესო მატჩი ჰქონდა.

„მამუმ“ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 22 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა და 20 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება გაიფორმა. სანდრომ თამაშიდან და პერიმეტრიდან შესანიშნავი პროცენტით შეუტია - 4-დან 3 სამქულიანი, 12-დან 8 გამოყენებული ტყორცნა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და „მილუოკიმ" მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა. ბეჟანიშვილს რაც შეეხება, გიორგიმ 2 ქულა, 1 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ,რომ ბეჟანიშვილი გასულ სეზონში "ილინოისის" რიგებში საშუალოდ 14.7 წუთს თამაშობდა, რა დროშიც მისი მონაგარი 5.1 ქულა, 2.7 მოხსნა, 0.4 გადაცემა იყო.

აღსანიშნავია,რომ გიორგი NBA-ის დრაფტზე არასდროს არ ყოფილა. ასევე გამოსარჩევია,რომ ახალგაზრდა კალათბურთელი ავსტრიის მოქალაქეა და იმედია ბეჟანიშვილი საქართველოს პასპორტს მალე აიღებს და ეროვნულ ნაკრებს ევრობასკეტზე დაეხმარება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები