Aa
Aa

"მან ყველა გაგვაძლიერა" - სულშერი კრიშტიანუზე

პრემიერ ლიგის მე-4 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნიუკასლს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ეს მატჩი მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს ყურადღებას კრიშტიანუ რონალდუს გამო იწვევდა.

12 წლის შემდეგ, პორტუგალიელი სუპერ ვარსკვლავი „წითელ ეშმაკებს“ დაუბრუნდა და ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. მისმა დაბრუნებამ გაამართლა. ვეტერანმა თავდამსხმელმა „კაჭკაჭებს“ დუბლი შეუსრულა და 3 ქულის მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელთა თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა ჟურნალისტებთან კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

რა თქვა სულშერმა?

„კრიშტიანუ ყოველთვის გრძნობს მომენტს და დაუნდობელია. მას მკვლელის ინსტიქტი აქვს. რონალდუმ ყველა გაგვაძლიერა. ეს ყველაფერი მისთვის იდეალურია. ვხედავთ რას როგორ აკეთებს, ის გრძნობს ყველანაირ სახიფათო მომენტს, მაგრამ პორტუგალიელი გუნდურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

რონი ფანტასტიკური მოთამაშე და ბომბარდირია. „ნიუკასლთან“ ბრწყინვალედ იასპარეზა და 3 ქულის მოპოვებაში დაგვეხმარა. მისი სათადარიგოთა სკამზე დასმა არც მიფიქრია. ეს იყო დღე, რომლითაც ყველას უნდა მიეღო სიამოვნება. როდესაც თამაშს იგებ გსიამოვნებს და იღიმები. დღეს გულშემატკივრებს დიდი მოლოდინი ჰქონდათ და ეს მოლოდინი გავამართლეთ.“

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

ამ მომენტისთვის, ოლე გუნარ სულშერის შეგირდები 10 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფებიან. თუმცა „წითელი ეშმაკების“ კონკურენტებს ჯერჯერობით საკუთარი მატჩები არ გაუმართავთ და შესაძლოა „იუნაიტედი“ სატურნირო ცხრილში დაქვეითდეს.

ცნობისთვის, მომავალ ტურში სულშერის გაწვრთნილი შეგირდები „ვესტ ჰემს“ ესტუმრებიან. მატჩი 19 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები