ვან დეიკი ჰოლანდს:
Aa
Aa

ვან დეიკი ჰოლანდს: "ჯანდაბა, შენ მე თითი მომტეხე!“

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიამ ნიდერლანდებს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. გოლების ავტორები ჰოლანდი და კლაასენი გახდნენ.

შეხვედრაში მთავარ ინტერესს ჰოლანდისა და ვან დეიკის დაპირისპირება იწვევდა. გოლის მომენტში „დორტმუინდის“ ფორვარდმა სწორედ ვირჯილს აჯობა და გაიტანა.


ერთ-ერთ მომენტში ვან დეიკს ჰოლანდთან ორთაბრძოლისას ეგონა, რომ ხელის თითი მოტყდა. ამის შესახებ ერლინგმა მატჩის შემდეგ თავადაც ისაუბრა:

„როგორც ჩანს ვან დეიკს თითი მოვტეხე. არ ვიცი ეს როგორ მოხდა. მან უბრალოდ თქვა: „ჯანდაბა, შენ მე თითი მომტეხე!“ ის ამჟამად კარგად არის, თუ შეიძლება ასე ითქვას. წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ მოხდა, თუმცა ასე იყო“. -

ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს ნორვეგიული nrk. როგორც შეხვედრის შემდეგ გაირკვა, ვირჯილს მოტეხილობა არ ჰქონდა, მან უბრალოდ თითი იღრძო.

ტრავმის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებისა და პირველი ჩატარებული მატჩის შესახებ კომენტარი ვან დეიკმაც გააკეთა:

„ძალიან კარგია. ვამაყობ, რომ ბევრი შრომის შედეგად აქამდე მოვედი. ცხადია დიდი დახმარება ჩემი მეუღლისა და შვილებისგანაც მივიღე. დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი ძალიან რთული და ემოციური იყო.

ასეთ დროს თავში უამრავჯერ წარმოიდგენ თამაშს, მოედანზე დაბრუნებას სანამ ეს რეალურად მოხდება. კარგად ვვარჯიშობდი და მუხლთან დაკავშირებით თავს თავდაჯერებულად ვგრძნობდი. რაც მთავარია ფიტნესის დახმარებით ჩემი ფიზიკური ფორმა შევინარჩუნე.

ვამაყობ ჩემი თავითა და იმ ადამიანებით, რომლებიც ამ დროის განმავლობაში მეხმარებოდნენ“.

4 ტურის შემდეგ G ჯგუფს 8 ქულით თურქეთი ლიდერობს, ნიდერლანდები 7 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა „ნარინჯისფრებს“ ასევე 7-7 ქულით მონტენეგრო და ნორვეგია მოსდევს. სხვაობა მხოლოდ ბურთებშია.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები