აივერსონი: „თანამედროვე NBA-ში ჯორდანის საშუალო 40 ქულა იქნებოდა
Aa
Aa

აივერსონი: „თანამედროვე NBA-ში ჯორდანის საშუალო 40 ქულა იქნებოდა"

„ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ ლეგენდამ, ალენ აივერსონმა მაიკლ ჯორდანის შესახებ ისაუბრა. „მისტერ ქროსოვერის“ მიხედვით, „ემჯეის“ თანამედროვე NBA-ში რომ ეთამაშა, საშუალოდ მატჩში 40 ქულას ჩააგდებდა.

„ჯორდანის ყველაზე შედეგიან სეზონში მისი საშუალო რამდენი იყო? 30? დარწმუნებული ვარ, ახლა 40 ქულამდე მარტივად ავიდოდა. შავი იესო საშუალოდ 40 ქულას ადვილად გააკეთებდა. როცა ჯორდანზე ვსაუბრობ, ბოლომდე ობიექტური არ ვარ. მაიკლი ძალიან მიყვარს და ჯორდანი რომ არა, ის ვერ გავხდებოდი, ვინც ვარ.

ლებრონს რაც შეეხება, ამ ეტაპზე, მასზე საუბარი არ მინდა, რადგან როგორც ადამიანი და როგორც კალათბურთელი ძალიან მიყვარს. ჯორდანთან ისეთი ურთიერთობა არ მაქვს, როგორიც ლებრონთან და ამიტომ, საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა ვიტყვი, რომ ლებრონის, კობისა და ჯორდანის მსგავსი არასდროს არავინ მინახავს. არავინ შემხვედრია ისეთი, რომელიც ამ სამეულიდან ერთ-ერთზე უკეთესი ყოფილიყო“.

სხვათა შორის, შარშან, მაიკლ ჯორდანის აგენტმა, დევიდ ფოლკმა განაცხადა, რომ მის კლიენტს თანამედროვე NBA-ში რომ ეთამაშა, საშუალოდ 50-60 ქულას ჩააგდებდა. ფოლკის თქმით, ჯორდანი შეუჩერებელი იქნებოდა და იგი პარკეტიდან 75 პროცენტით შეუტევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები