ოფიციალურად - კურტ ზუმა ვესტ ჰემის ფეხბურთელია
Aa
Aa

ოფიციალურად - კურტ ზუმა ვესტ ჰემის ფეხბურთელია

ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი იწერებოდა კურტ ზუმას ტრანსფერის შესახებ. ფრანგ ცენტრალურ მცველს აქტიურად უკავშირებდნენ „ვესტ ჰემს“. თავდაპირველად პრობლემას ზუმას სატრანსფერო ღირებულება ქმნიდა, თუმცა დღეს ყველაფერი მოგვარდა.

ლონდონური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გვამცნო, რომ ზუმა მათი ფეხბურთელია. „ჩაქუჩებს“ კურტი 30 მილიონი ევრო დაუჯდათ. 26 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ზუმა „ჩელსიში“

ფრანგი უკანახაზელი „არისტოკრატებს“ 2014 წელს შეუერთდა და მასზე დიდი ავანსები გაიცა. თავდაპირველად, კურტი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და „ჩელსის“ შესანიშნავად მოერგო, თუმცა მიღებული ტრავმის შემდეგ ზუმას კარიერა არასახარბიელოდ განვითარდა.

2014 წლიდან დღემდე კურტ ზუმამ „არისტოკრატების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 151-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ცნობისთვის, „ვესტ ჰემის“ ახალი ფეხბურთელი 2017/2018 წლებში „სტოკ სიტიში“ იყო განათხოვრებული. ზუმა ასევე იჯარის წესით 2018/2019 წლების სეზონში „ევერტონში“ თამაშობდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები