საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მაყურებლის გარეშე განახლდება
Aa
Aa

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მაყურებლის გარეშე განახლდება

ქვეყანაში არსებული ვითარებისა და კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგა 4 სექტემბრიდან განახლდება, თუმცა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 4 წრედ ჩატარდება და ფორმატის ცვლილება არ იგეგმება.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 23-ე ტურის დარჩენილი შეხვედრებით, თუმცა გულშემატკივრის გარეშე დაბრუნდება.  საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა შედგა, სადაც ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის  შეხვედრა - საქართველო v კოსოვო მაყურებლის გარეშე გაიმართება. საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებაზე.

ამ ეტაპისთვის მოცემულობა ასეთია, თუმცა ბუნებრივია, შესაძლოა, გადაწყვეტილება რანგით უმაღლესი ლიგის განახლებამდე, კვლავ გადაიხედოს.

გადაწყვეტილების მიზეზი ინფიცირებულების მაჩვენებელია - ბოლო 24 საათში კორონავირუსი 5 924 ადამიანს დაუდასტურდა.

ახალი რეგულაციები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში ცვლილება განხორციელდა. 2021 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გასამართ ყველა ლიგაში (ასაკობრივი ლიგების გარდა) ფეხბურთელები და ოფიციალური პირები დაიშვებიან მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული რომელიმე ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით ან იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალურ მატჩამდე მინიმუმ 8 საათით ადრე ფედერაციის შესაბამის განყოფილებას შეხვედრის დაწყებამდე 48 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს წარუდგენენ.

მიმდინარე წლის 24 სექტემბრიდან აუცილებელი იქნება ვაქცინის ორი დოზის გაკეთების დამადასტურებელი ცნობის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები