''ყველა კუთხით ტრაგიკული საღამო იყო'' - აპოელ-ის კოშმარული მარცხი
Aa
Aa

''ყველა კუთხით ტრაგიკული საღამო იყო'' - აპოელ-ის კოშმარული მარცხი

კვიპროსის 2021-22 წლების სეზონი აპოელ-ისთვის ძალიან მძიმედ დაიწყო. პირველ ტურში ''პაფოსმა'' შინ აპოელ-ი 4:0 გაანადგურა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ქვილითაიამ, ბუბა დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა სადებიუტო მატჩი ჩაატარეს. ქართველი ფეხბურთელები სასტარტოში მოხვდნენ, თუმცა მათთვის კოშმარული დებიუტი იყო.

ანგარიში მასპინძლებმა მეორე წუთზე გახსნეს. მე-4 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილს გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა ახლო მანძილიდან მეკარემ აუღო.

45-ე წუთზე ბუბა დაუშვილს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა. ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა, თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც მასპინძელთა ფეხბურთელმა გამოიყენა და ანგარიში 2:0 გახდა.

აპოელ-მა მესამე გოლი პირველი ტაიმის მეოთხე დამატებულ წუთზე შეაგდო. 62-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა საკუთარ ნახევარზე ბურთი დაკარგა და მასპინძელთა კონტრშეტევა გოლით დასრულდა.

აპოელ-ის მთავარი მწვრთნელი სავას პურსაიტიდისი მარცხით ძალიან უკმაყოფილო იყო, რაც მედიასთან საუბარში არ დამალა.

''ყველა კუთხით ტრაგიკული საღამო იყო. ბოდიშს ვუხდი ყველა გულშემატკივარს. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. მარცხის მიზეზები უნდა გავაანალიზოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. დროა ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ, პასუხისმგებლობა გაიაზრონ''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები