სპორტსმენები, რომელთაც კონკურენტი თითქმის არ ჰყავთ - სია ტალახაძით იწყება
Aa
Aa

სპორტსმენები, რომელთაც კონკურენტი თითქმის არ ჰყავთ - სია ტალახაძით იწყება

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი გულშემატკივარი ლაშა ტალახაძის გამოსვლას განსაკუთრებით  ელოდა, რომელმაც როგორც მოსალოდნელი იყო, ოლიმპიური ოქროს მედალი არავის დაუთმო.

ლაშა ტალახაძემ დასრულებულ ოლიმპიურ თამაშებზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ქართველ გუშემატკივარს სიურპიზები შესთავაზა - ძალოსანმა ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა და ამასთან ერთად, 3 ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ ჩემპიონისთვის სარეკორდო წონები შეარჩია, რისი დაძლევაც ტალახაძემ უპრობლემოდ შეძლო (223 კგ, 265 კგ, 488 კგ). 


ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად 8 აგვისტოს დასრულდა და შეჯამების სახით, არაერთი სტატია გავრცელდა. განსაკუთრებით საინტერესო გამოვიდა WTVA-ს  მასალა, რომელიც იმ სპორტსმენების შესახებ მომზადდა, რომელთაც შეიძლება ითქვას, რომ ტოკიო 2020-ზე კონკურენტი არ ჰყოლიათ.

სია ლაშა ტალახაძით იწყება.

„მას 3 შანსი ჰქონდა და სამივე შანსი მსოფლიო რეკორდად აქცია. ის ამ ყველაფერს ისე აკეთებდა, თითქოს უმარტივეს საქმეს შეეჭიდა.

და ბოლოს, ლაშა ტალახაძე მხოლოდ 27 წლის არის და სპორტული კარიერა კიდევ წინ აქვს".

ძალოსნობის გარდა, სიაში სხვადასხვა სპორტის წარმომადგენელი გხვდება, მათ შორის: კანოეს, მაგიდის ჩოგბურთის, ცურვისა და ბადმინტონის.

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ტოკიო 2020-ზე ასპარეზობა 2 ოქროს  (ლაშა ბექაური, ლაშა ტალახაძე), 5 ვერცხლის (ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, იაკობ ქაჯაია, გენო პეტრიაშვილი)  და 1 ბრინჯაოს  (ანტონ პლესნოი) მედლით დაასრულა, საერთო ჩათვლაში კი 30-ე პოზიცია დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ერთ თამაშებზე მოპოვებული 8 მედალი დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში რეკორდულია.

XXXIII ოლიმპიურ თამაშებს 2024 წელს, საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები