Aa
Aa

"ფლორენტინო, შენ ისტორიაში შეხვალ - "პრეზიდენტი, რომელმაც მესი ბარსადან გაუშვა""

ხაუმე ლოპისი დღევანდელ დღემდე „ბარსელონას“ კომოსიის ერთ-ერთი წევრი იყო.  ლოპისმა აღნიშნული თანამდებობა დატოვა. ის გახდა პირველი „მსხვერპლი“, რომელიც ლეო მესის წასვლას შეეწირა, თუმცა გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ხაუმე ნავარას ბიზნეს უნივერსიტეტის ლექტორი გახლავთ. MUNDODEPORTIVO-ს ცნობით, მან საკუთარი პოსტი საკნდალური განცხადების შემდეგ დატოვა. ლოპისის თქმით, ლაპორტამ მესის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

რა თქვა ხაუმე ლოპისმა?

„ძვირფასო ხოან, შენ მე იმედი გამიცრუე. არ მაქვს სრული ინფორმაცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მესის შესანარჩუნებლად კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა. ლეო „ბარსელონას“ ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობა იყო.

ვნახოთ იარსებებს, თუ არა სუპერ ლიგა და თუ იარსებებს, მაშინ შენ პსჟ ძალიან გააძლიერე! ასევე დიდი შეცდომა დაუშვი, რადგან ფლორენტინო პერესს მბაპეს ყიდვა გაუადვილე. ეს „რეალის“ პრეზიდენტის სრულყოფილ გეგმას ჰგავს. ბრავო ფლორენტინო, შენ ისტორიაში შეხვალ პრეზიდენტი, რომელმაც მესი ბარსადან გაუშვა"

მიზეზი, რის გამოც მესიმ ბარსა დატოვა

„მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონამ და მესიმ შეთანხმებას მიაღწიეს და ორივე მხარეს სურვილი ჰქონდა, რომ დღეს ახალი ხელშეკრულება გაეფორმებინათ, ეკონომიკური და სტრუქტურული წინაღობების გამო, რომლებიც ლა ლიგის რეგულაციებთანაა დაკავშირებული, დოკუმენტის გაოფიციალურება და კონტრაქტისთვის ხელის მოწერა შეუძლებელია.

ამ ვითარების გამო ლიონელ მესი ბარსელონას ღირსებას აღარ დაიცავს. მხარეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ კლუბისა და ფეხბურთელის სურვილის რეალობად ქცევა არ მოხერხდა.

ბარსელონა კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო ფეხბურთელს მადლობას მთელი გულით უხდის და მას პირად და კარიერულ ცხოვრებაში ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს“.

- წერია "ბარსელონას" ოფიციალურ განცხადებაში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები