კონტრაქტის დეტალებს განიხილავს - მესი პარიზში მალე გაფრინდება
მას შემდეგ, რაც მესიმ „ბარსელონა“ დატოვა, აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი „პარი სენ ჟერმენში“ გადავა. თავად ფეხბურთელმაც, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარიზში გადაბარგების შანსი საკმაოდ დიდია.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალი ინფორმაცია გააჟღერა.
რა თქვა რომანომ?
„ლეო და მისი მამა ხორხე პარიზში დღეს გაფრენას არ გეგმავენ. ისინი ჯერ კიდევ პსჟ-ს შემოთავაზებულ კონტრაქტს ადვოკატებთან ერთად განიხილავენ. ყველაფერი დროის საკითხია. მას შემდეგ, რაც ლიონელი კონტრაქტის ყველა დეტალს განიხილავს, მხოლოდ შემდეგ დაგეგმავს პარიზში გამგზავრებას.“
Leo Messi and his father Jorge were not planning to fly to Paris tonight. They’re still checking PSG official contract received today, together with lawyers. ???????????? #Messi
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 8, 2021
...it’s matter of time - Messi will soon plan his flight to Paris, once every contract detail will be fixed.
მესის ემოციური განცხადება
''სიმართლე ის არის, რომ მივდივარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ''ბარსელონას'' დავემშვიდობებოდი, რადგან წასვლაზე არასდროს მიფიქრია''. ძალიან რთული იყო ქომაგთა გარეშე წელიწადნახევარი თამაში''. ''ბარსადან'' წასვლა, კლუბთან დამშვიდობება მხოლოდ სავსე ტრიბუნების ფონზე წარმომედგინა''. ''ვფიქრობდი, რომ კლუბში დავრჩებოდი, თუმცა დღეს უნდა ვთქვა - ნახვამდის.
მთელი ჩემი ცხოვრება აქ გავატარე, 13 წლიდან ''ბარსაში'' ვიყავი'' ''შესაძლოა, კარიერა პსჟ-ში გავაგრძელო, ამის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. მას შემდეგ რაც კლუბმა ჩემი წასვლა დაადასტურა, ბევრი წინადადება მივიღე, მაგრამ ამ მომენტში გადაწყვეტილი არაფერია''. ''ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტია. მქონდა რთული მომენტები, განვიცადე ბევრი მარცხი, მაგრამ ეს ყველაზე რთული მომენტია...
ახლა ''ბარსას'' ვარჯიშზე აღარ დავბრუნდები, ''ბარსას'' მაისურით აღარ ვითამაშებ, ჩემი კარიერა ბარსაში დასრულდა, ეს უმძიმესია''. ''ახლა ძალიან გულწრფელი ვარ. გასულ წელს, მსურდა გუნდიდან წასვლა, მაგრამ წელს მსურდა დარჩენა. ეს არის რატომაც ვარ ასე დამწუხრებული''. ''ბარსა'' ჩემი სახლია და ჩემს შვილებს დავპირდი, რომ ერთ დღეს აქ დავბრუნდები'' ''კლუბში დარჩენისთვის ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ასე არ გამოვიდა.
გასულ წლებში ტიტულებისთვის ვიბრძოდით, გამარჯვება მსურდა, მაგრამ ახლა გუნდიდან მივდივარ და ვითამაშებ სხვა კლუბისთვის, რომელიც ''ბარსას'' კონკურენტი იქნება''. ''არაფერს ვნანობ, მაგრამ ჩვენ გვყავდა თაობა, რომელსაც შეეძლო უფრო მეტჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება.
კლუბს შევთავაზე ხელფასის 50 პროცენტით შემცირება და მათ ჩემთვის რაიმე სხვა არ უთხოვიათ. მე ყველაფერი გავიღე, რომ კლუბთან ახალი კონტრაქტი გამეფორმებინა. ეს არის სიმართლე. ლა ლიგის წესების გამო ლაპორტამ ახალი ხელშეკრულების გაფორმება ვერ შეძლო. მესმოდა, რომ თითქოს მე არ მსურდა ''ბარსაში'' დარჩენა, მაგრამ მე დარჩენისთვის მაქსიმუმი გავაკეთე''.