100 მილიონი - გრილიში სიტიში მალე გაოფიციალურდება
Aa
Aa

100 მილიონი - გრილიში სიტიში მალე გაოფიციალურდება

ბოლო დღეების განმავლობაში ჯეკ გრილიშზე საკმაოდ ბევრი იწერება. ახალგაზრდა ფეხბურთელს „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, „ქალაქელებს“ ახალი ტრანსფერი 100 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

25 წლის შემტევი შვებულების შემდეგ „ვილა პარკზე“ დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად ემზადება, მაგრამ როგორც ირკვევა, ბოლო საათებში „ქალაქელთა“ შანსები ერთიორად გაიზარდა. საქმე ისაა, რომ „ასტონ ვილაში“ „კაპიტანი ჯეკის“ წასვლას შეეგუენ და გუნდის თავკაცი, დინ სმიტი გრილიშს სამომავლო გეგმებში აღარ მოიაზრებს.

ამ ინფორმაციას ცნობილი და გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც ადასტურებს. მისი თქმით, ხელშეკრულება დამზადების პროცესშია. მხარეებს შორის პირადი შეთანხმება კი უკვე მიღწეულია. ფაბრიციო იმასაც წერს, რომ ოფიციალური განცხადება კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება.

გრილიში „ასტონ ვილაში“

ჯეკი ბირმინგემული კლუბის აღზრდილი გახლავთ. პირველ გუნდში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა, თუმცა ამის შემდეგ ის იჯარის წესით „ნოტის ქაუნთიში“ გაანათხოვრეს. 1 წლის შემდეგ, გრილიში „ასტონ ვილაში“ დაბრუნდა.

„სიტის“ მომავალმა ფეხბურთელმა „ასტონ ვილას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 213-ჯერ მოირგო, 32 გოლი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში თუ პეპ გუარდიოლას გუნდი გრილიშის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდის, ჯეკი ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი ფეხბურთელი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები