ნდობა გამოუცხადეს - მამარდაშვილი მილანის წინააღმდეგ სასტარტოშია
Aa
Aa

ნდობა გამოუცხადეს - მამარდაშვილი მილანის წინააღმდეგ სასტარტოშია

სეზონის განახლების წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია" ამხანაგურ შეხვედრებს მართავს.

თბილისის დროით 22:30 საათიდან, მორიგი ამხანაგური შეხვედრა დაიწყება „ ვალენსიასა" და „მილანს" შორის. სასიხარულოა, რომ ძირითად შემადგენლობაში კვლავ ქართველი მეკარეა.

„ ვალენსია" - „მილანის" ამხანაგური მატჩის ხილვა შესაძლებელი იქნება შემდეგ ბმულზე - მატჩის LIVE

ქართველი მეკარის დებიუტი „ვალენსიაში" რამდენიმე კვირის წინ, ბერძნული „ატრომიტოსის" წინააღმდეგ, ამხანაგურ შეხვედრაში შედგა (3-0). გიორგიმ მეორე ნახევარი სრულად ჩაატარა. მამარდაშვილი მატჩში ასევე ახალგაზრდა კიპერის, კრისტიან რივეროს ნაცვლად ჩაერთო და კარი მშრალად შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები