„ეს უდიდესი პატივია
Aa
Aa

„ეს უდიდესი პატივია" - ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ლუის ვან გაალი ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. ნიდერლანდური ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ ვან გაალი და მისი სამწვრთნელო შტაბი ნაკრებში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით იმუშავებენ.

 

„ნიდერლანდური ფეხბურთი ჩემს გულთან ყოველთვის ძალიან ახლოს იყო და ჩემი აზრით, ეროვნული ნაკრების გაწვრთნას ჩვენი ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უკავია. გარდა ამისა, ვთვლი, რომ ამ პოსტის ჩაბარება უდიდესი პატივია.

საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩებამდე, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად უმნიშვნელოვანესია, ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. გამომდინარე აქედან, მთლიან ყურადღებას ფეხბურთელებსა და მიდგომებზე გავამახვილებთ. ცაისტში დაბრუნება შესანიშნავი გრძნობაა. რამდენიმე ფეხბურთელს უკვე ვესაუბრე და სამუშაოს შესრულებას მოუთმენლად ველი“.

შეგახსენებთ, რომ ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებს მესამედ გაწვრთნის. „ნარინჯისფრებს“ იგი 2000-02 და 2012-14 წლებში წვრთნიდა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მისმა დარიგებულმა ბიჭებმა მე-3 ადგილი დაიკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები