ტეილორი:
Aa
Aa

ტეილორი: "ამ მომენტში აცნობიერებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლე"

დანია - ფინეთის მატჩის მთავარმა არბიტრმა ინგლისელმა ენტონი ტეილორმა კრისტიან ერიკსენის ინციდენტი გაიხსენა.

ტეილორმა თავისი თვალით დანახული მოვლენების შესახებ ისაუბრა:

„ამ მომენტში აცნობიერებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლე. ერიკსენისგან 10 მეტრის მოშორებით ვიდექი და მას ვუყურებდი. მის გვერდით არავინ იყო. აშკარა იყო, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა.

ადრე ბარნლი - ნიუკასლის მატჩისას ვნახე, თუ როგორ გაუჩერდა ვიღაცას გული. ასევე ჩემს ერთ-ერთ კოლეგას ედი ვოლსტენჰოლმს გასახდელში გული გაუჩერდა.

მახსოვს როგორ დავაბრუნეთ გუნდები უკან გასახდელში. შემდეგ დაცვის თანამშრომელი ჩემთან მოვიდა და ნებართვა მთხოვა, რომ ერიკსენის მეუღლეს სტადიონზე ყოფნა შეძლებოდა.

როდესაც მატჩის განახლების გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის ირგვლივაც მსჯელობა ნამდვილად იყო, ყველაფერი ფეხბურთელებთან და ფედერაციებთან შეთანხმების შემდეგ გადაწყდა.

ფეხბურთელები ერიკსენს ფეის თაიმის საშუალებით ესაუბრებოდნენ. კრისტიანმა მათ პრაქტიკულად უთხრა, რომ მატჩი დაესრულებინათ.

რა თქმა უნდა, ეს ჩემს კარიერაში ყველაზე რთული სიტუაცია იყო, თუმცა ეს ადამიანებთან ურთიერთობასა და ემოციების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.

ხალხი ფიქრობს, რომ მსაჯებს გული არ აქვთ და მათ მხოლოდ შუადღის გაფუჭება უნდათ, მაგრამ აქ მთავარი არის იმის გაგება, თუ როგორ გრძნობენ ადამიანები და როგორ რეაგირებენ ამ ყველაფერზე.

ეს არის ადამიანებისა და ემოციების მართვა, და არა წამიერად მიღებული გადაწყვეტილება. მე ფეხბურთელებზე და ჩემს გუნდზე ვღელავდი.

ნამდვილი გმირები არიან ექიმები, რომლებმაც მას გული აუმუშავეს და საიმონ კიაერი, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც მე გავაკეთე მხოლოდ ის იყო, რომ ექიმებს მოედანზე შემოსვლის უფლება მივეცი“. - ციტირებს ტეილორის სიტყვებს Daily Mail-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები