1-წლიანი კონტრაქტი - კარმელო ენტონი ლეიკერსის კალათბურთელია
Aa
Aa
3 აგვისტო 2021  |  23:53

1-წლიანი კონტრაქტი - კარმელო ენტონი ლეიკერსის კალათბურთელია

ლოს-ანჯელეს „ლეიკერსი“ საკმაოდ გააქტიურდა. ფრენკ ვოგელის გუნდმა ლეგენდარული კარმელო ენტონი დაიმატა და დიდი ოთხეული შეკრა. ამ მომენტისთვის „ლეიკერსს“ ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დეივის, რასელ ვესტბრუკი და კარმელო ენტონი ჰყავს.

თავდაპირველად ენტონის დამატების შესახებ ინფორმაცია კალათბურთელის აგენტმა ESPN-ს დაუდასტურა, ხოლო შემდეგ კარმელომ ეს ამბავი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ვეტერანი კალათბურთელი ლოს-ანჯელესურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და როგორც გაირკვა კარმელო „ლეიკერსში“ 1 წელი დარჩება. ცნობისთვის, NBA-ს ALL STAR-ის 10-გზის მონაწილე „ლეიკერსამდე“ „პორტლენდის ღირსებას იცავდა.

ცნობისთვის, ლებრონ ჯეიმსი და კარმელო ენტონი ერთსა და იმავე - 2003 წლის დრაფტზე აირჩიეს და ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან. მათი შესაძლო ტანდემის შესახებ მრავალი სეზონის განმავლობაში იწერებოდა, თუმცა დუეტის რეალურად შექმნა მხოლოდ მათ მე-19 სეზონში მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები