ბოლქვაძე ძირითად ბადეშია ! - ამერიკელი დამაჯერებლად დაამარცხა
Aa
Aa
3 აგვისტო 2021  |  00:01

ბოლქვაძე ძირითად ბადეშია ! - ამერიკელი დამაჯერებლად დაამარცხა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე Thoreau Tennis Open-ის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა. მან ამერიკელი სოფი ჩანგი, რომელიც მსოფლიოს 415-ე ჩოგანია, 6:2, 6:1 დაამარცხა. 

ჩანგისთან გამარჯვებამდე ბოლქვაძემ ტაილანდელი პეანგტამ პლიპუეჩი 6:2, 6:4 დაამარცხა. ასე რომ, მან ძირითად ბადეში მოსახვედრად ორივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო.

Thoreau Tennis Open-ის საპრიზო ფონდი 115 000 აშშ დოლარია.

შეგახსენებთ, ეკო გორგოძემ პროფესიონალურ კარიერაში, ITF-ის რანგის, მე-17 ტიტული მოიგო, რის შემდეგაც WTA-ს რეიტინგში ქულები მოემატა და ამ მომენტისთვის 469 ქულით მსოფლიოს 163-ე ჩოგანია, ხოლო საქართველოში პირველი. მან მარიამ ბოლქვაძეს გადაასწრო, რომელსაც 438 ქულა აქვს და მსოფლიო რეიტინგის 174-ე ნომერია.

მარიამ ბოლქვაძემ სულ ცოტა ხნის წინ ნურ-სულთანის სახელობის 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში ქულები მანაც დაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები